ხშირად დასმული კითხვები

რა არის ოლმარტი?

allmart – ოლმარტი არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და პროდუქციის ყიდვა-გაყიდვას საუკეთესო პირობებით და მაქსიმალური კომფორტით უზრუნველყოფს.

თუ ხართ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, გამოგვიგზავნეთ თქვენი კომპანიის მონაცემები ელ-ფოსტაზე: info@allmart.ge და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით

იმისთვის, რომ ოლმარტზე პროდუქცია განათავსოთ, აუცილებელია იყოთ იურიდიული პირი, ფორმას მნიშვნელობა არ აქვს.

მიწოდების სერვისის საფასური:
• შეკვეთის განთავსებიდან მესამე დღეს (თბილისში)  – 9₾. 30 კგ-ზე მძიმე ნივთის შემთხვევაში – 46₾.

ეძენილი პროდუქცია მოგვაქვს საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ მისამართზე.

allmart.ge არის ონლაინ სივრცე, სადაც შეგიძლიათ აარჩიოთ და შეიძინოთ სასურველი ნივთი, ჩვენ კი მას საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგიტანთ.

აღნიშნულ შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ონლაინ დახმარების მეშვეობით ან დაგვირეკეთ ნომერზე: 0322 11 12 17 (ჩვენი სამუშაო საათებია: 10:00-22:00)

კანონისმიერი გარანტია
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-17, მე-18 და მე-20 მუხლები ითვალისწინებენ შეძენილი საქონლის/მომსახურების ნაკლის შემთხვევაში მომხმარებლის უფლებებს/მოთხოვნებს მოვაჭრისადამი –  კანონისმიერ გარანტია:მუხლი 17. მომხმარებლის უფლებები
1. თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
2. საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
3. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
4. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
5. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
6. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
8. იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
მუხლი 18. მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები
1. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.
2. მომხმარებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. არათანაზომიერი ან შეუსაბამოდ დიდი ხარჯი განისაზღვრება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.
3. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს:
ა) მოვაჭრის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს;
ბ) მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება;
გ) უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა.
5. თუ მოვაჭრემ დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, მოვაჭრეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
მუხლი 20. მტკიცების ტვირთი და ვადები ხელშეკრულებასთან შეუსაბამობისას
1. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
 2. მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ამ კანონის მე-17−მე-19 მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მეორეული საქონლის ნასყიდობაზე. ასეთი საქონლის ნასყიდობისას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოვაჭრის პასუხისმგებლობა მხარეთა შორის ინდივიდუალური შეთანხმების საგანია.
 
კომერციული გარანტია
კომერციული გარანტიის პირობები მითითებულია ჩვენს ვებ-გვერდზე და ნივთის საგარანტიო ფურცელში.
საგარანტიო მომსახურებას სერვის ცენტრები ახორციელებენ, თქვენს სერვის ცენტრზე ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ საგარანტიო ფურცელზე (რომელიც პროდუქციას ახლავს თან). საგარანტიო მომსახურებაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ ონლაინ დახმარების მეშვეობით ან დაგვირეკეთ ნომერზე: 0322 11 12 17 (ჩვენი სამუშაო საათებია: 10:00-02:00)
კი შეგიძლიათ, პროდუქტის ყიდვიდან 5 დღის განმავლობაში. დეტალურად დაბრუნების ან გაცვლის შესახებ ინფორმაცია ნახეთ აქ.

ოლმარტზე ნივთის შეძენისთვის საჭიროა მარტივი რეგისტრაცია. დაამატეთ არჩეული პროდუქცია კალათაში, მიუთითეთ მისამართი, სადაც გნებავთ შეძენილი ნივთის მიღება და აირჩიეთ ანგარიშსწორების ფორმა

შეკვეთის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ რამდენიმე მეთოდის საშუალებით. 1) VISA და Master Card ბარათებით; 2) თიბისი ბანკის ონლაინ განვადებით; 3) სფეისის ონლაინ განვადებით; 4) საქართველოს ბანკის ონლაინ განვადებით; 5) ტერაბანკის ონლაინ განვადებით; 6) ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან;

დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის, სფეისის, საქართველოს და ტერაბანკის ონლაინ განვადებებით სარგებლობა.

ბარათით გადახდის შემთხვევაში ერთი უნიკალური ბარათით, 24 საათში შეგიძლიათ განახორციელოთ მაქსიმუმ 10 შეკვეთა. ხოლო ერთი თვის განმავლობაში მაქსიმუმ 50 შეკვეთა. აღნიშნული შეზღუდვა წარმოადგენს გადახდის არხის მიერ დაწესებულ შეზღუდვას და არა ოლმარტ-ის მიერ დაწესებულ შეზღუდვას. მიუხედავად ამისა თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ მეტი რაოდენობის შეკვეთები ერთი ან რამოდენიმე მომხმარებლით სხვადასხვა ბარათის გამოყენების შემთხვევაში.

ავტორიზაცია
რეგისტრაცია

პაროლის აღდგენა

დაგავიწყდათ პაროლი? მიუთითეთ თქვენი სახელი, ან ელფოსტა. თქვენ მიიღებთ პაროლის აღდგენის ბმულს ელფოსტის მისამართზე.

პოპულარული:
კალათა 0
ნანახი პროდუქტები 0

საუკეთესო ფასები